Monday, August 8, 2011

პროექტის აღწერა

პროექტის სახელწოდება:,,ჩემი სოფლის ტრადიციები"
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადება:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარი სოფლის ტრადიციების შესახებ.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები არ იცნობენ თავიანთი სოფლის ტრადიციებს.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები იძიებენ და აანალიზებენ,საკუთარი სოფლის ტრადიციებს.აკვირდებიან სხვადასხვა რიტუალებს სოფელში.
მონაწილეთა ასაკი:10-17წელი.
ვადები,ხანგრძლივობა:2თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტოალბომი,ნახატები,პრეზენტაცია,ჩანახატები,ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბიბლიოთეკა ,ინტერნეტი,ფოტოაპარატი,რვეული,კალამი,მშობლები ,სოფლის უხუცესები...ა.შ.

პროექტის მსვლელობა:კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.პირველი ჯგუფი იძიებს და აანალიზებს თავიანთი ოჯახის ტრადიციებს .მეორე ჯგუფი აკვირდება სოფლის სხვადასხვა რიტუალებს ,აწარმოებენ ჩანაწერებს და იღებენ ფოტო მასალას.მესამე ჯგუფი იკვლევს სოფლიდან საერთოდ გამქრალ და ფერშეცვლილ ადათ-წესებს.ინტერვიუებს ართმევენ მშობლებს და უხუცეს ადამიანებს.შეგროვილი მასალის მიხედვით მოსწავლეები ქმნიან ფოტო ალბომებს ,აწყობენ სასკოლო გამოფენას,პრეზენტაციას და საბოლოო მონაცემები გაერთიანდება ერთ საიტზე.ქმნიან ბლოგს.
მოსწავლეები შეფასდებიან: შეფასების რუბრიკით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული,ისტორია,ხელოვნება,გეოგრაფია,უვითარდებათ კვლევა-ძიების ,ანალიზის, შედარების,მსჯელობის უნარი.დისკუსიაში მონაწილეობის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი(მაასწავლებელი).მანანა ბარბაქაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:mananabarbakadze1@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://mananabarbakadze.blogspot.com